მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩთან, დევიდ ემტესტამთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და შვედეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან ურთიერთობებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შვედეთის სამეფოს ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა," - ნათქვამია ინფორმაციაში.