"ისე არ მოხდეს ჩვენ აკრძალვამდე, კობახიძე აკრძალოს ივანიშვილმა" - თენგო თევზაძე

14.09.26 23:05
"ისე არ მოხდეს ჩვენ აკრძალვამდე, კობახიძე აკრძალოს ივანიშვილმა" - თენგო თევზაძე

"ისე არ მოხდეს ჩვენ აკრძალვამდე, კობახიძე აკრძალოს ბიძინა ივანიშვილმა" - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ განაცხადა და პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ისაუბრა. 

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის შეტანა კობახიძე-მდინარაძის "ბანდის ხელწერაა". 

ისე არ მოხდეს ჩვენ აკრძალვამდე, კობახიძე აკრძალოს ბიძინა ივანიშვილმა. ამის დიდი შანსია მინდა გითხრათ. 

ეგ [პარტიების აკრძალვა] კობახიძის იდეა იყო სხვათა შორის, ესე ამბობენ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ იცის, არ აქვს ეს ცოდნა მათ შორის, რომ კონსტიტუციური სარჩელი წარვადგინოთ და ეს სუფთა ხელწერაა კობახიძე-მდინარაძის ბანდის, მაგრამ მე ამ საკითხს არ ვუყურებ ტრაგიკულად, პარტიების აკრძალვის საკითხს, ეს ჩვენი ბრძოლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, ახალი ეტაპი იქნება. საბოლოო ჯამში, აკრძალულები იმარჯვებენ, ეს ძალიან მნშვნელოვანია და აკრძალვის გაბაიბურებაც არ მინდა, იაგო ხვიჩია რომ აკრძალონ და მეც რომ ამკრძალონ გული დამწყდება მართლა იმიტომ, რომ მინდა აკრძალონ მართლა ოპოზიცია, რა თქმა უნდა ამ ქვეყნისთვის ეს ცუდია," - განაცხადა თენგო თევზაძემ. 

"ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოსგან პარტია "გახარია საქართველოსთვის" აკრძალვასაც მოითხოვს

პირველი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში "ქართულმა ოცნებამ" 2025 წლის 31 ოქტომბერს შეიტანა და 3 პარტიის აკრძალვა მოითხოვა. [ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა (ენმ), კოალიცია ცვლილებისთვის (გვარამია, მელია, გირჩი, დროა), ძლიერი საქართველო — ლელო (ხალხისთვის, თავისუფლებისთვის)].

  • სარჩელს 88 დეპუტატი აწერდა ხელს (ქართული ოცნება + ხალხის ძალა + ევროპელი სოციალისტები).

მეორე (განახლებული) სარჩელი: 2026 წლის 20-21 აპრილს შეიტანეს. ქართულმა ოცნებამ ძველი სარჩელი უკან გამოითხოვა და ახალი შეიტანა, სადაც იმავე სამ პარტიას დაემატა მეოთხე — ფედერალისტები (თამარ ჩერგოლეიშვილი, გიგა ბოკერია).