ვინმე რამეს დაპირდა? - "ოცნების" დეპუტატი გახარიას გუნდზე
„მოტყუებულად რატომ? ვინმე რამეს დაჰპირდა?“ - ასე პასუხობს შალვა შალამბერიძე კითხვას, ხომ არ აღმოჩნდა „გახარია საქართველოსთვის“ მოტყუებული მას შემდეგ, რაც პარტია პარლამენტში შევიდა, „ქართული ოცნება“ კი ახლა მის აკრძალვასაც ითხოვს. "ოცნების" დეპუტატის თქმით, გახარიას პარტიას არავინ არაფერს დაჰპირებია - „შემოვიდნენ და შემოვიდნენ“.
მოტყუებულად რატომ? ვინმე რამეს დაჰპირდა? არაფერი... შემოვიდნენ და შემოვიდნენ.
“ქართული ოცნება ასაკრძალი პარტიების სიას კიდევ ერთს ამატებს – “გახარია საქართველოსთვის”.
როგორც ცნობილია, 2025 წლის 31 ოქტომბერს “ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი და შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვა მოითხოვა :
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“
„კოალიცია ცვლილებისთვის“
„ძლიერი საქართველო – ლელო“
ამის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილში “ოცნებამ” სიას “ფედრალისტები” დაამატა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ახალ სარჩელად ითვლება და ამ 9-თვიანი ვადის ათვლა თავიდან იწყება.
გახარიას პარტიის დამატების შემთხვევაში სასამართლოს სამსჯელოდ მიეცემა კიდევ დამატებით 9+2 თვე.