"კოლეგებად დავრჩებით" - პაპუაშვილი გახარიას გუნდს

15.09.26 13:33
"კოლეგებად დავრჩებით" - პაპუაშვილი გახარიას გუნდს

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „გახარია საქართველოსთვის“ შესაძლო აკრძალვის ფონზე აცხადებს, რომ პარტიის დეპუტატები „ქართული ოცნების“ წევრების კოლეგებად დარჩებიან - მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. მისი თქმით, მმართველი გუნდი პარტიის აკრძალვას ითხოვს, თუმცა მისი წევრებისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტას არ აპირებს. 

სხვათაშორის, შემთხვევით არ მითქვამს, მადლობას ველით,-თქო, იმიტომ, რომ, როგორც იცით, გუშინ უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა კიდეც ბრიფინგზე, რომ ჩვენ არ ვითხოვთ მანდატების შეწყვეტას, ასე რომ, კოლეგებად დავრჩებით კვლავ, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

“ქართული ოცნება ასაკრძალი პარტიების სიას კიდევ ერთს ამატებს – “გახარია საქართველოსთვის”. 

როგორც ცნობილია, 2025 წლის 31 ოქტომბერს “ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი და შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვა მოითხოვა :

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“
„კოალიცია ცვლილებისთვის“ 
„ძლიერი საქართველო – ლელო“
ამის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილში “ოცნებამ” სიას “ფედრალისტები” დაამატა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ახალ სარჩელად ითვლება და ამ 9-თვიანი ვადის ათვლა თავიდან იწყება.

გახარიას პარტიის დამატების შემთხვევაში სასამართლოს სამსჯელოდ მიეცემა კიდევ დამატებით 9+2 თვე.

 

მსგავსი სიახლეები