ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილი 1 000 ლარით დააჯარიმეს

15.09.26 14:13
 ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილი 1 000 ლარით დააჯარიმეს

"საჯარო სივრცეში" ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილი 1 000 ლარით დააჯარიმეს-  ინფორმაციას  "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. 

შსს-ს მტკიცებით, მაჩალიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს "საჯარო სივრცეში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ".

გამოცემა წერს, რომ გადაწყვეტილება ახმეტის მაგისტრატმა მოსამართლემ, თეონა კობიაშვილმა, თელავის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე მიიღო.

მსგავსი სიახლეები