პარლამენტმა დავით მამისეიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია

15.09.26 16:27
პარლამენტმა დავით მამისეიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია

დავით მამისეიშვილი პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია -მას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი პარლამენტის 12 წევრი იყო. 

მამისეიშვილი უფლებამოსილების შესრულებას 2027 წლის 30 აპრილიდან დაიწყებს, როცა მოსამართლის ადგილი ვაკანტური გახდება.

მამისეიშვილს 25 - წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის 18 - წლიანი მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება აქვს.

ის 2021 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე იყო. 2017 წელს ის უვადო მოსამართლედ აირჩიეს. 

მსგავსი სიახლეები