“ოცნების“ 16-მა დეპუტატმა გიორგი გახარიას პარტიის ინიციატივას მხარი დაუჭირა
პარტია “ქართული ოცნების“ 16- მა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან მხარი დაუჭირეს ექს პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის ინიციატივას, რომელიც აქციებთან დაკავშირებულ კანონებში 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენას გულისხმობს.
მათ შორის არიან: თეა წულუკიანი, ირაკლი კირცხალია, გურამ მაჭარაშვილი, ვახტანგ თურნავა, ანტონ ობოლაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ისკო დასენი, ზაალ დუგლაძე, სამველ მანუკიანი, ნიკოლოზ სამხარაძე, ალუდა ღუდუშაური, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, გივი ჭიჭინაძე, გიორგი ჭყონია, ეკა სეფაშვილი.
ინიციატივა ჩავარდა, თუმცა კენჭისყრაზე მის სასარგებლოდ ხმა 28 დეპუტატმა მისცა. ფრაქცია „საქართველოსთვის“ შემადგენლობაში 12 დეპუტატია.
კანონპროექტს „ქართული ოცნებიდან“ 14-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კადრებში, რომელიც “პირველების“ საპარლამენტო ოპერატორნმა გადაიღო, ჩანს, რომ დეპუტატები კენჭისყრის დროს ტელეფონს სქროლავენ, რაც აჩნეს განცდას, რომ მათ საკითხი აერიათ.