Trump Tower-ის პროექტი არანაირ კავშირში არ იქნება რაიმე დიპლომატიურ გარღვევასთან - დათუნაშვილი

15.09.26 21:37
 Trump Tower-ის პროექტი არანაირ კავშირში არ იქნება რაიმე დიპლომატიურ გარღვევასთან - დათუნაშვილი

“ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი თბილისში Trump Tower-ის პროექტის დაწყებას დიდ ეკონომიკურ წარმატებად მიიჩნევს, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ეს წინ გადადგმული დიპლომატიური ნაბიჯის მიზეზი ვერ გახდება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მიუხედავად დიდი მასშტაბის ინვესტიციისა, ეს არანაირ კავშირში არ იქნება რაიმე დიპლომატიურ გარღვევასთან, “ქართული ოცნების“ პირობებში.

“ქართული ოცნებას“ არის კეთროვანი საერთაშორისო პოლიტიკაში, - ამბობს ის.

ცალსახად უნდა ითქვას, რომ Trump Tower-ის სახელის ქვეშ, ამ ბრენდის სახელის ქვეშ, ეს დეველოპერული პროექტი მართლაც ძალიან დიდ ინვესტიციას მოიზიდავს. ამას გეუბნებით დარწმუნებით, რომ ეს პროექტი იქნება ეკონომიკური წარმატება. ახლა ვის მოუტანს წარმატებას, ვის არა, ჯამში ასეთი ტიპის პროექტები კარგია. დღეს, გამომდინარე საერთაშორისო კონიუქტურიდან და იმ უძრავი ქონების ბუმიდან, რაც საქართველოში არის, ეს პროექტი იქნება წარმატებული. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ ილაპარაკონ, რომ აი, წარმატებულ პროექტს ვაკეთებთ, რომელიც მოიტანს დიდ ეკონომიკურ სიკეთეს, ქვეყნის ბიუჯეტში, აბსოლუტურად სხვა შინაარს დებენ, რომ ეს დაგვაკავშირებს აშშ-თან, ტრამპთანდ ა.შ. გარდა ამ გვარისა, არაფერ წინ გადადგმულ ნაბიჯს, დიპლომატიას ქართულს არ მოუტანს კორპუსს. ეს კორპუსი სხვა კორპუსებისგან განსხვავდება, რადგან სხვა ბრენდის ქვეშ ოპერირებს და ბევრად დიდი მასშტაბის ინვესტიციაა, ვიდრე საქართველოში არსებობს, მაგრამ ეს არანაირ კავშირში არ იქნება რაიმე დიპლომატიურ გარღვევასთან, “ქართული ოცნების“ პირობებში, რომელიც დღეს არის კეთროვანი საერთაშორისო პოლიტიკაში, - განაცადა დათუნაშვილმა.

მსგავსი სიახლეები