“ოცნების“ ქცევა, დიდი ხანია, არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარება - ანა ბუჩუკური

15.09.26 22:35
“ოცნების“ ქცევა, დიდი ხანია, არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარება - ანა ბუჩუკური

“გახარია საქრათველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური ამბობს, რომ მისთვის და მისი პარტიისთვის მოულოდნელობა და სიურპრიზი არ ყოფილა  "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ივანიშვილის გუნდი ექს-პრემიერის პარტიის აკრძალვასაც ითხოვს.

როგორც ბუჩუკურმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “ოცნების“ ქცევა, დიდი ხანია, არანარი ლოგიკას და ადეკვატურობას აღარ ექვემდებარება.

ამათი ქცევა არანაირ ადეკვატურობას, არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, ეს ასეა დიდი ხანია. ამიტომ სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა, ყოველთვის ველოდებით, - თქვა მან.

ბუჩუკურის თქმით,  პარტიის პარლამენტში შესვლა მათთვის არანაირი გარანტია არ ყოფილა და არც არანაირი მოლაპარაკებები არ გამართულა მმართველ გუნდსა და მათ შორის. 

ამ კორუმპირებულ ეროვნული ინტერესების მოღალატე ხალხთან, რა მოლაპარაკება უნდა გვქონოდა. ამ გადაწყვეტილებით პირიქით, დადასტურდა, რომ ამათ ერთი პარტიაც არ შეუძლიათ პარლამენტში აიტანონ. კრიტიკული, განსხვავებული აზრის ატანა აღარ შეუძლიათ. ამიტომ, არანაირი მოულოდნელობა არ იყო, ერთადერთი შეიძლება გაჩნდეს შეკითხვა, რატომ ახლა. მე არ ვამბობს რომ ეს არის ერთადერთი მიზეზი, თუმცა, დროში ძალიან ემთხვევა იმ მოვლენებს, რომლებიც მიმდინარეობს საოკუპაციო მიმართულებით, კერძოდ, საუბარი მაქვს 18-ში ჩანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე, ამ თემაზე ერთის მხრივ „ოცნება“ არის აბსოლუტურად დადუმებული და არა თუ დადუმებული, არა მხოლოდ ნარატივით, არამედ სამართლებრივი დოკუმენტებით ეხმარებიან საოკუპაციო რეჟიმს და ზუსტად გეტყვით მაგალითებს, რას ვგულისხმობ და მეორე, დავაკვირდეთ რა დაპირებას გასცემს პუტინის ხელდასმული ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ამბობს რომ “ჩორჩანას დავიბრუნებთ“ და ასევე, სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთ გავაერთიანებ, რაც გულისხმობს, ჩვენი ისტორიული სამაჩაბლოს რუსეთთან მიერთებას,- ამბობს ბუჩუკური. 

მსგავსი სიახლეები