გასაიდუმლოებული სია - პოზნერთან ერთად საქართველოში მედვედევისა და პუტინის ახლო მეგობარიც იყო ჩამოსული (ექსკლუზივი)
ახალი დეტალები რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის გახმაურებული ვიზიტის შესახებ - "პირველებმა" გაარკვია, რომ რუს ჟურნალისტთან ერთად საქართველოში დიმიტრი მედვედევის და ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარი მიხაილ კუსნეროვიჩიც იყო ჩამოსული.
კუსნეროვიჩი კომპანიას "ბოსკოს" მფლობელია, რომელიც რუსეთის მთელს ტერიტორიზე მსოფლიოში ცნობილი 200 ბრენდის მაღაზიას ფლობს.
მიხაილ კუსნეროვიჩთან საქართველოში რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს "ტას"-ის დირექტორიც, სერგეი მიხაელოვიც იმყოფებოდა.
დელეგაციის წევრი იყო დავით დავიდოვიჩი, რომელიც ოლიგარქ აბრამოვიჩის ბიზნეს პარტნიორია. სტუმრების სიაში მოხვდა რუსი კომპოზიტორი ვიქტორ დრობიში.
საქართველოს ოკუპაციის მხარდამჭერების გასაიდუმლოებული სია ამ დრომდე გასაიდუმლოებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას არ ეუბნება იმ 41 ადამიანის ვინაობას, ვინც პოზნერთან ერთად თბილისში ჩამოფრინდა.