ექიმ ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ექიმი დარბაზიდან გაათავისუფლეს

18.09.26 16:57
ექიმ ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ექიმი დარბაზიდან გაათავისუფლეს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ექიმი, გოგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - 72 წლის აკადემიკოსი სააპელაციო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.  

  • პროკურატურის ცნობით, გიორგი ჩახუნაშვილს 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. პედიატრს 5 წელი ჰქონდა მისჯილი.

პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა ამავე საქმეზე დაკავებულ ზაქრო ალბუთაშვილსაც. მასაც ხუთი წელი ჰქონდა მისჯილი.

  • ზაქრო ალბუთაშვილს მის მიმართ დანიშნული სასჯელი შეიცვალა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

დღესვე საპროცესო შეთანხმება გაუფრომდა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, ნიკა გვენცაძესაც

"ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს პროკურატურის საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულ ნიკა გვენცაძესთან საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა.

  • საპროცესო შეთანხმების თანახმად მსჯავრდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. მას ხუთი წელი ჰქონდა მისჯილი. 

მსგავსი სიახლეები