მიხეილ სარჯველაძის თქმით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი

19.09.26 12:59
მიხეილ სარჯველაძის თქმით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი

 

 

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ბაგა-ბაღებში მომხდარის გამო სხვადასხვა კლინიკებში 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი.  

მისივე განცხადებით, რეალურად რა მოხდა, ამას ახლა გამოძიება გასცემს პასუხს.

როდესაც გამოძიება მიმდინარეობს, ალბათ მაინც საბოლოო შედეგებს უნდა დაველოდოთ, რადგან გამოძიება არის ამის დადგენის ყველაზე კვალიფიციური ინსტრუმენტი. ამიტომ ალბათ უნდა დაველოდოთ, მაგრამ წინასწარ რა შემიძლია გითხრათ, ტალღა რომელიც არსებობდა, 100-ზე მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა, რომელთა ჰოსპიტალიზებაც გახდა აუცილებელი, თუმცა, მათი მდგომარეობას საბედნიეროდ, არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა ისეთი, რომელიც საგანგებო ყურადღებას მოითხოვდა, რომ მდგომარეობის გართულება ყოფილიყო მოსალოდნელი. ამიტომ საბედნიეროდ, რეალურად მშვიდად ჩაიარა ამ ყველაფერმა.

სრულფასოვანი გამოძიების შედეგად გვეცოდინება რა მოხდა და ყველას მოუწევს პასუხისგება, ვისაც ბრალი მიუძღვის, თუ მიუძღვის ბრალი.

მე ვერ ვხესათქმელად. გაუგედავ მიზეზს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ რაიმე საყვედურის მიზეზს. გაუგებარია, რატომ უნდა დადგეს მაკონტროლებელი რგოლის პასუხისმგებლობა, როდეასც ის აკონტროლებს ", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე. 

ცნობისთვის, გუშინდელი მონაცემებით, ინტოქსიკაციის შედეგად კლინიკებში გადაყვანილი ბაღის აღსაზრდელებსი რაოდენობა 55-ს შეადგენდა. 

უკვე ორი დღეა ბაღებში საკვებით მასობრივი ინტოქსიკაციის საქმეზე გამოძიებაა დაწყებული, მაგრამ ჯერ საზოგადოებისთვის ისევ არ არის ცნობილი - რამ მოწამლა ბავშვები და ვინ არის პასუხისმგებელი.  

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს (ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას).

 

 

მსგავსი სიახლეები