მინისტრი სარჯველაძე ამბობს, რომ ბაღებში მოწამლული ბავშვების რიცხვმა 100-ს გადააჭარბა
ბაღებში მოწამლული ბავშვების რიცხვმა 100-ს გადააჭარბა - ამი შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
სარჯველაძის თქმით, სწორედ ამ რაოდენობის ბავშვის ჰოსპიტალიზაცია განხორიცელდა კლინიკებში ორი დღის განმავლობაში.
მისივე განცხადებით, რეალურად რა მოხდა და რითი მოიწმალნენ ბავშვები, ამას ახლა გამოძიება გასცემს პასუხს.
როდესაც გამოძიება მიმდინარეობს, ალბათ მაინც საბოლოო შედეგებს უნდა დაველოდოთ, რადგან გამოძიება არის ამის დადგენის ყველაზე კვალიფიციური ინსტრუმენტი. ამიტომ ალბათ უნდა დაველოდოთ, მაგრამ წინასწარ რა შემიძლია გითხრათ, ტალღა რომელიც არსებობდა, 100-ზე მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა, რომელთა ჰოსპიტალიზებაც გახდა აუცილებელი, თუმცა, მათი მდგომარეობას საბედნიეროდ, არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა ისეთი, რომელიც საგანგებო ყურადღებას მოითხოვდა, რომ მდგომარეობის გართულება ყოფილიყო მოსალოდნელი. ამიტომ საბედნიეროდ, რეალურად მშვიდად ჩაიარა ამ ყველაფერმა.
სრულფასოვანი გამოძიების შედეგად გვეცოდინება რა მოხდა და ყველას მოუწევს პასუხისგება, ვისაც ბრალი მიუძღვის, თუ მიუძღვის ბრალი.
მე ვერ ვხესათქმელად. გაუგედავ მიზეზს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ რაიმე საყვედურის მიზეზს. გაუგებარია, რატომ უნდა დადგეს მაკონტროლებელი რგოლის პასუხისმგებლობა, როდეასც ის აკონტროლებს ", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
უკვე ორი დღეა ბაღებში საკვებით მასობრივი ინტოქსიკაციის საქმეზე გამოძიებაა დაწყებული, მაგრამ ჯერ საზოგადოებისთვის ისევ არ არის ცნობილი - რამ მოწამლა ბავშვები და ვინ არის პასუხისმგებელი.
ინტოქსიკაციის გამო "პირველების" ინფორმაციით გუშინ შემდეგი ბაღები დაიკეტა:
- 59-ე, 124 -ე, 22-ე, 109-ე, 46 -ე, 121-ე, 79-ე.
რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულ გამოძიებას , გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.