„დასავლეთის ნაცვლად - მოსკოვისა და თეირანისკენ“ - JISS-ის ექსპერტი საქართველოში ირანის მზარდ გავლენაზე

20.09.26 12:36
„დასავლეთის ნაცვლად - მოსკოვისა და თეირანისკენ“ - JISS-ის ექსპერტი საქართველოში ირანის მზარდ გავლენაზე

იერუსალიმის სტრატეგიისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის ექსპერტი ალექსანდერ გრინბერგი საქართველოში ირანის მზარდ გავლენაზე საუბრობს. გამოქვეყნებულ სტატიაში გრინბერგი, რომელიც ისრაელის სამხედრო დაზვერვის კვლევითი დეპარტამენტის რეზერვის მაიორია, წერს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დასავლეთისგან დისტანცირების პარალელურად მოსკოვსა და თეირანს უახლოვდება.

ავტორის შეფასებით, საქართველოში ირანთან დაკავშირებული გავლენის ქსელი ძირითადად ქვემო ქართლში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ შიიტებზეა ორიენტირებული და მოიცავს რელიგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საქველმოქმედო ორგანიზაციებს, მედიასაშუალებებსა და სასულიერო პირებს.

გრინბერგი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს გარდაბანში, მარნეულსა და ფონიჭალაში მოქმედ სასწავლებლებსა და ორგანიზაციებზე, რომლებსაც, მისი მტკიცებით, ირანთან კავშირები აქვთ.

მსგავსი სიახლეები