საკუთარი თავის გარდა არავის უსმენდა - პაპუაშვილი Euronews-ს წამყვანს აკრიტიკებს

04.11.26 14:54
საკუთარი თავის გარდა არავის უსმენდა - პაპუაშვილი Euronews-ს წამყვანს აკრიტიკებს

Euronews-ის წამყვანს კომპეტენცია დაუწუწუნა შალვა პაპუაშვილმა - "ქართული ოცნების" ლიდერმა დღეს თქვა, რომ მარია ტადეო მხოლოდ საკუთარ თავს უსმენდა: 

"თქვენ იხილეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც საუბრობდა მუდმივად დიალოგზე, ცდილობდა ჩვენი პოზიციის ახსნას და ნახეთ წამყვანი, რომელიც არ უსმენდა საკუთარი თავის გარდა არავის,"- განაცხადა პაპუაშვილმა. 

მისი თქმით, წამყვანის დამოკიდებულება, რომელსაც კობახიძესთან ინტერვიუ ჰქონდა, კარგი ვიზუალიზაციაა იმის, რა მდგომარეობაშია დღეს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა.

„ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ სამწუხაროდ, ბრიუსელმა აირჩია კონფრონტაციის გზა და არა დიალოგის გზა. ეს, რა თქმა უნდა, არაევროპული ქცევაა, თუმცა ეს ქცევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში დომინირებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირი, მისი საგარეო პოლიტიკური სპიკერები და კომისრები ორიენტირებულები არიან დაძაბვისკენ, კონფრონტაციისკენ, ომის რიტორიკისკენ, რაც აბსოლუტურად რადიკალურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის შექმნის იდეასაც კი. ეს არის დაბრუნება 100 წლის წინანდელ რიტორიკაში, რაც იმედგამაცრუებელია ევროკავშირის მხრიდან. მეორე მხრივ, სხვათა შორის, ძალიან საინტერესო იყო გვეხილა წამყვანი, რომელმაც ჩემი აზრით, მოახდინა საუკეთესო ვიზუალიზაცია ამ ინტერვიუს დროს, სად არის პრობლემა. თქვენ იხილეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც საუბრობდა მუდმივად დიალოგზე და ცდილობდა ჩვენი პოზიციის ახსნას და ნახეთ წამყვანი, რომელიც არ უსმენდა საკუთარი თავის გარდა არავის და ნებისმიერ საკითხზე საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად, გადადიოდა ბრალდებებზე და საკუთარი თავის დარწმუნებაზე, რომ ის არის მართალი. ვფიქრობ, რომ ეს იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია იმისა თუ რა ხდება დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში. საქართველო მშვიდად, საკუთარი ეროვნული ინტერესების წარმოდგენით მოუწოდებს ევროკავშირს დიალოგისკენ, საგნობრივი დისკუსიისკენ და ევროკავშირი, ამ შემთხვევაში ამ წამყვანის სახით წარმოდგენილი, ბრალდებებით საუბრობს, დიალოგზე უარს ამბობს და საკუთარი თავის გარდა არავის არ უსმენს“.- განაცხადა პაპუაშვილმა.