სეფაშვილი ამბობს, რომ "ევრონიუსის" წამყვანი უზრდელურ კითხვებს სვამდა
"ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი ამბობს, რომ ევრონიუსის წამყვანი ირაკლი კობახიძეს "უზრდელურ" კითხვებს უსვამდა. ამის შესახებ მან "პირველების" კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
დეპუტატმა ასევე "ევრონიუსის" ფორუმს "შემარცხვენელი შოუ" უწოდა.
კრიტიკულ კითხვებს, რა თქმა უნდა, ველოდი, მაგრამ ასეთ უზრდელობას და ასეთ შემარცხვენელ შოუს არ ველოდი, - ამბობს ეკა სეფაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ირაკლი კობახიძე ბრიუსელში "ევრონიუსის" ფორუმს დაესწრო და პასუხებისგაცემა კრიტიკულ კითხვებზე მოუწია.