ეს უკვე პოლიტიკური წერილია, სადაც ჩანს, რომ ღარიბაშვილი დანებებას არ აპირებს - ინაშვილი
ეს უკვე პოლიტიკური წერილია, სადაც ჩანს, რომ “არ ვაპირებ დანებებას“ - ასე შეაფასა “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერის, ირაკლი ღრიბაშვილის რიგით მეშვიდე წერილი.
როგორც ინაშვილმა დიანა ტრაპაიძის “პოლიტიკურ ამბებში“ განაცხადა, მან დაინახა ქვეტექტსტი, სადაც იკითხებოდა, რომ არ აპირებს ყოფილი პრემიერი წაყვეს მოთხოვნაში, პოლიტიკური აქტივობის შეჩერებასთან დაკავშირებით.
ინაშვილი ღარიბაშვილს მოუწოდებს, გააგრძელოს წერილებით ფაქტების გასაჯაროვება და ასევე, არ ჩამოშორდეს პოლიტიკურ საქმიანობას.
მეჩვენება, რომ პოლიტიკური აქტივობის კუთხით საინტერესოა ეს ბოლო წერილი, იმიტომ რომ ეს უკვე პოლიტიკური წერილია, სადაც ჩანს, მე უკვე ეს ქვეტექსტი დავინახე, რომ “არ ვაპირებ დანებებას “ და არ ვაპირებ წამოგყვეთ იმ მოთხოვნაში, რომ არ ვიყო აქტიური პოლიტიკურად. გაგრძელებას ველოდები, აუცილებლად. ბევრი რამ არის მოსაყოლი, მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხალხმა იცოდეს რეალობა, როდესაც ვამბობთ, რომ ესენი პოლიტიკურ ტერორს ახორციელებენ.
...იმედი მაქვს, რომ ღარიბაშვილი ფაქტებს კიდევ მოიტანს, სხვადასხვა ფაქტებზე ისაუბრებს და ეს იქნება მამხილებელი, მე მაქვს ასეთი მოლოდინი. ეს მოწოდება მინდა მიიღოს ჩემგან, რომ გააგრძელოს ეს გზა და პოლიტიკური აქტივობა, ჩვენ არ უნდა დავუტოვოთ ჩვენი ქვეყანა ამ კობახიძეებს. დღეს ესენი ანგრევენ ყველაფერს და ქართულ სულს კლავენ,- განაცხადა ინაშვილმა.