მაკა ბოჭორიშვილი ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

21.09.26 23:18
მაკა ბოჭორიშვილი ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ექტორ ფრანსისკო უანკა გუტიერესს შეხვდა.

ინფორმაციას საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ბოჭორიშვილმა ბოლივიელ კოლეგას არჩევნების შედეგები და თანამდებობაზე დანიშვნა მოულოცა.

„შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მზაობა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები.

ყურადღება ასევე დაეთმო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში რეზოლუციებისა და კანდიდატურების ურთიერთმხარდაჭერის საკითხებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.