21-ე საჯარო სკოლასთან პროტესტია

22.09.26 17:58
 21-ე საჯარო სკოლასთან პროტესტია

პროტესტია 21-ე საჯარო სკოლასთან - სასწავლო დაწესებულებასთან, რომელიც სწავლის დაწყებიდან ორ დღეში დახურეს. 

სკოლასთან მშობლები და მასწავლებლები დღესაც შეიკრიბნენ. ხალხი ითხოვს პასუხებს, როდის და რა ფორმით გაგრძელდება სწავლა?!

"საჭიროა სრულყოფილი დასკვნა და სივრცე, სადაც ბავშვები რამდენიმე სმენაში არ ისწავლიან"- ეს არის მთავარი მოთხოვნები, რომლითაც მშობლები ხუთშაბათს განათლების სამინისტროში მივლენ.

სკოლის ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ უნდობლობა, რომელიც მშობლებში და საზოგადოებაშია, აბსლუტურად ლეგიტიმურია, რადგან ყველა ის პირობა, რასაც მმართველი გუნდი ხალხს ეუბნებოდა, პირობად დარჩა და არაფერი შესრულდა.

ეს უნდობლობა ყველას გვიჩნდება, იმიტომ რომ ამის წინაპირობები არსებობს. თუ სკოლის განვითარებაზე ფიქრი უნდოდათ, ჯერ კიდევ 10 წლის წინ გადმოსცემდნენ შენობას, ეს ერთი და მეორე, ამ პროცესს წაიყვანდნენ ისე, რომ ამ ადამიანებს პირში ჩალაგამოვლებულებს არ დატოვებდნენ. ძალიან მინდა, რომ განათლების სამინისტროს, პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. როდესაც მთელი ზაფხული საზომით დადიხარ და ფორმების ზომებს იღებ, როდესაც იცი, რომ 40-ზე მეტი შენობის შეფასება გაქვს გაგზავნილი, ყველანაირი ვადა გასულია და შენ იცი, რომ სწავლის დაწყებამდე 1 კვირით ადრე, სასწავლო გეგმა უნდა დამტკიცდეს სკოლაში, რომლითაც მასწავლებელმა, მშობელმა და მოსწავლემ უნდა იმუშაოს, სწავლას იწყებ დანგრეულ შენობაში და უცებ, ვაიმე. სად იყო განათლების სამინისტრო, როგორ არ აჯაყჯაყა სამხარაულის ბიუროა თუ  უბედურება. ან როგორ შეიძლება, განათლების სმინისტროს წარმომადგენელი ამბობდეს, რომ ვენდობი სამხარაულის დასკვნა, სადაც წერია, რომ ერთჯერადი, ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე, პირველიდან მეოთხე კატეგორია გახდა. უნდა დადგეს ბევრი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი, - ამბობს სკოლის ყოფილი დირექტორი.

ადგილზე კვლავ რჩებიან, მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები და ელოდებიან პასუხს, რა ბედი ელის სკოლას და შეძლებს თუ არა განათლების სამინისტრო ისეთი სივრცის ნახვას, სადაც მოსწავლეები ერთ სივრცეში და ერთ დროში შეძლებენ სწავლის გაგრძელებას.

 

მსგავსი სიახლეები