ივანიშვილმა ქოლცენტრები ოჯახურ ბიზნესად გადააქცია - ლევან გოგიჩაიშვილი

22.09.26 21:15
ივანიშვილმა ქოლცენტრები ოჯახურ ბიზნესად გადააქცია - ლევან გოგიჩაიშვილი

ივანიშვილმა ქოლცენტრები ოჯახურ ბიზნესად გადააქცია, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქიდანაც კარგად ჩანს, რომ როცა ქოლცენტრების დანაშაული სხვებს გადააბრალეს და ციხეში ჩასვეს, ამ თაღლითურმა სქემამ კვლავ გააგრძელა მუშაობა.

გოგიჩაიშვილი დარწმუნებულია, რომ ამ ყველაფერს სუს-ი, შსს, სასამართლო და პროკურატურა ერთად მფარველობას და ყველა ხელს აფარებს ამ ორგანიზებულ დანაშულს.

ეს არის გახრწნილი, კრიმინალური, კორუმპირებული სისტემა. ივანიშვილმა ქოლცენტრები ოჯახურ ბიზნესად გადააქცია. დღეს აღარ არის ქვეყანაში ქოლცენტრი? ანუ გამოდის, რომ ციხიდან ადამიანი ვერ იქნება მფარველი და უფრო მეტია ეს ქოლცენტრი, ვიდრე კონკრეტული 1 პერსონა. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ამ სისტემას მფარველობს ეგ ადამიანი, თავისი სამართალდამცველებით. როგორ ფიქრობთ, უშიშროებამ არ იცის, სად სხედან ეს ახალგაზრდები და ეს კომპანიები სად არიან? პოლიციელებმა არი იციან? პროკურორებმა არ იციან? ეს ხომ არ არის მარტო თაღლითრი სქემა, ეს არის ორგანიზებული დანაშაული. მასზე ხელის დაფარებაც ცალკე დანაშაულია. ამას აკეთებს, სუს-ი, შსს, პროკურატურა, სასამართლო, პარლამენტი. თავს რომ იბრიყვებენ, უმრავლესობის ლიდერები იყვნენ, პარლამენტის თავმჯდომარეები იყვნენ, არ უნდა ეკონტრელობინათ პარლამენტის წევრებს სახელისუფლებო შტოში კორუფცია არსებობდა თუ არა? პარლამენტის ფუნქცია რა არის, ხელი მიაჭირო, მწვანე თუ წითელი? - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.