„ქართული ოცნებიდან“ პოლიტიკური წონა არავის აღარ აქვს - სალომე ზურაბიშვილი

23.09.26 00:04
„ქართული ოცნებიდან“ პოლიტიკური წონა არავის აღარ აქვს - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ის რაც დღეს “ქართულ ოცნებაში“ ხდება იმის მანიშნებელია, რომ რეჟიმი დამთავრდა და ახლა უბრალოდ სიკვდილი გრძელდება.

ამის შესახებ მან Facebook live-ში ისაუბრა, სადაც მოქალაქეების კითხვებს პასუხობს. 

მისი თქმით, დარჩა მხოლოდ “გარიგებები, ფულის დარიგებები და ერთმანეთის დაბეზღება.“

„ქართული ოცნებიდან“ პოლიტიკური წონა არავის აღარ აქვს. დამთავრდა ეს რეჟიმი, მისი სიკვდილი გრძელდება და შესაძლოა იყოს რაღაც ვადიანი, მაგრამ დღეს ვართ გადასული ამ რაღაც მახინჯ, მანკიერ ფორმატში, სადაც ვერ იტყვი, რომ ვიღაცას აქვს პოლიტიკური წონა, ვიღაცას სჯიან იმიტომ, რომ პოლიტიკური კონკურენტია, ასეთი რამეები აღარ არის. აქ არის მხოლოდ გარიგებები, ფულის დარიგებები და ერთმანეთის დაბეზღება, დაბეზღება უფროსთან. სხვათაშორის, ღარიბაშვილი ჯერ კიდევ არის იმ პოზაში, რომ სტალინმა არ იცოდა, ყველა დანარჩენი დამნაშვეა, მაგრამ ის არა. ეს არის მათი შიდა, საკმაოდ ბინძური სამზარეულო, ამას არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან, - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები