ზურაბიშვილი ჰყვება, როგორ დაბლოკა “ოცნებამ“ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების მასობრივი პასპორტიზაცია
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Facebook live-ში ისაუბრა, თუ როგორ დაბლოკა “ოცნებამ“ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების მასობრივი პასპორტიზაცია, მაშინ, როცა ისინი ვერც რუსული და ვერც თავიანთი საბუთებით ვეღარ სარგებლობდნენ.
ამასთან, ზურაბიშვილმა გაიხსენა, როგორ შექმნა მმართველმა გუნდმა ხელოვნური ბარიერები, რომ უფრო მეტ ადამიანს ქართული პასპორტი არ ჰქონოდა.
ინიციატივა მახსოვს ძალიან კარგად, მოყვა სწორედ სანქციების გამკაცრებას, როცა რეალურად ჩვენი მოქალაქეები აფხაზეთში ვეღარ სარგებლობდნენ ვერც რუსული პასპორტით, რომელიც დარიგდა, ვიცით, რა რაოდენობით, ვერც თავიანთი საბუთებით, ვერც კრედიტ ბარათებით, რომლებიც რუსეთთან არის გადაბმული, ეს იყო ყველაზე კარგი დრო იმისთვის, რომ ჩვენ ძალიან მარტივად მიგვეწოდებინა ჩვენი პასპორტები, ამისი დიდი მოთხოვნა იყო და ჩამოდიოდნენ ამისთვის და ჩვენ, იმის ნაცვლად, რომ გაგვემარტივებინა ამ პასპორტების დარიგება, რომ აღარ მოგვეთხოვა, რომ ისინი ჩამოსულიყვნენ თბილისამდე, და გაევლოთ ყველა ეს რაღაც უაზრო პროცედურები, რაც იქნებოდა ძალიან დიდი ნიშნი იმისი, რომ ჩვენ კავშირებს აღვადგენთ და ვსარგებლობთ რუსეთის ერთგვარი იზოლაციით, ოფიციალურად შევთავაზე, რომ ეს განვიხილოთ და არაფერი არ მოყვა ამ ინიციტიავს, პირიქით, ეს გამარტივება, პასპორტების შესახებ, არც ჩვენი სხვა მოქალაქეებისთვის, ვინც არიან უცხოეთში, - განაცხადა ზურაბიშვილმა.