ღარიბაშვილი ჯერ კიდევ არის პოზაში, ყველამ იცოდა, ყველა დამნაშვეა, მაგრამ “ის“ არა - ზურაბიშვილი

23.09.26 00:39
ღარიბაშვილი ჯერ კიდევ არის პოზაში, ყველამ იცოდა, ყველა დამნაშვეა, მაგრამ “ის“ არა - ზურაბიშვილი

ღარიბაშვილი ჯერ კიდევ არის პოზაში, ყველამ იცოდა, ყველა დამნაშვეა, მაგრამ ის არა, ეს იგივეა, რაც ცნობილი ფრაზა, სატალინმა არ იცოდა, - ასე უპასუხა ექს პრემიერის მიერ ციხიდან მოწყობილ მხილების სერიას სალომე ზურაბიშვილმა ვიდეოჩართვის ფორმატში.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს კითხეს, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება ღარიბაშვილის განცხადებებზე, რაზედაც მან შემდეგნაირი პასუხი გასცა:

ამ ქვეყანაში არც გამოძიებაა დამოუკიდებელი და არც სასამართლო და ახლა თუ აღმოაჩინა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვწუხვარ მის გამო, რომ ასე გვიან გაიგო და მას ეხება უშუალოდ. ის რასაც აღწერს თავის მრავალ წერილებში, ეს არის აქაური რეჟიმის სახე - გარიგებები, გადაგდებები, უნდობლობა, ერთმანეთის დასმენა, ერთმანეთთან ფულის მიტანა და მერე ისევ გამოტანა. ანუ სასწაული სურათია, უფრო კოშმარული მე ვიტყოდი, რომელსაც თვითონ ხატავენ,  ეს ხომ ოპოზიციის აღწერილი არ არის, ეს არის მათი წევრებისგან აღწერილი, საზარელი სურათი, როგორი უნდა იყოს ის გუნდი,რომელიც, ვითომცდა მართავს ამ ქვეყანას.

...სხვათაშორის, ღარიბაშვილი ჯერ კიდევ არის იმ პოზაში, რომ სტალინმა არ იცოდა, ყველა დანარჩენი დამნაშვეა, მაგრამ ის არა. ეს არის მათი შიდა, საკმაოდ ბინძური სამზარეულო, ამას არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან, - განაცხადა ზურაბიშვილმა.