გიორგი გახარია: „ოცნების“ „სარჩელი“ დღემდე მიუწვდომელია

23.09.26 19:20
გიორგი გახარია: „ოცნების“ „სარჩელი“ დღემდე მიუწვდომელია

გიორგი გახარია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც „ქართული ოცნება“ მისი პარტიის აკრძალვას ითხოვს, ხელმისაწვდომი არაა.

„საინტერესოა“, რა შეთხზულ ბრალდებებს გამოაცხობს ივანიშვილის რეჟიმი ამჯერად იმ პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც საპარლამენტო მანდატები აქვს" - წერს პარტია 'საქართველოსთვის" ლიდერი იქსზე. 

„წინა კვირას „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნით, აიკრძალოს ჩვენი პარტია — ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი.
დღემდე ეს „სარჩელი“ მიუწვდომელია — ის არც საჯაროა და არც ჩვენთვისაა ხელმისაწვდომი.
საკმაოდ „საინტერესო“ იქნება იმის ნახვა, თუ რა შეთხზულ ბრალდებებს გამოაცხობს ივანიშვილის რეჟიმი ამჯერად იმ პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც საპარლამენტო მანდატები აქვს და თანმიმდევრულად იმეორებს, რომ არჩევნები ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების ერთადერთი გზაა“, – წერს X-ზე გახარია.

14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ ასაკრძალი პარტიების სიას კიდევ ერთს ამატებს – „გახარია საქართველოსთვის“.

თავდაპირველად ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით „ოცნებამ“  საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 2025 წლის 31 ოქტომბერს შეიტანა და შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვა მოითხოვა :

  • „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“
  • „კოალიცია ცვლილებისთვის“
  • „ძლიერი საქართველო – ლელო“

 

მსგავსი სიახლეები