გამოძიება უნგრეთში საქართველოს საპატიო კონსულზე - დიპლომატები ქვეყნის რეპუტაციულ ზიანზე საუბრობენ

24.09.26 11:33
გამოძიება უნგრეთში საქართველოს საპატიო კონსულზე - დიპლომატები ქვეყნის რეპუტაციულ ზიანზე საუბრობენ

გამოძიება უნგრეთში საქართველოს საპატიო კონსულზე - დიპლომატები ამბობენ, რომ ასეთი სკანდალის შემდეგ, პირველი რასაც საგრეო საქმეთა სამინისტრო უნდა კეთებდეს, საპატიო კონსულისთვის სტატუსის შეჩერებაა.

მათი თქმით, მანამდე კი ვიდრე ხვა ქვეყნებში კონსულს დანიშნავენ, დეტალურად უნდა გაიარონ და ფრთხილად შეარჩიონ პირი, რომელიც საკუთარ ქვეყანას წარმოაჩენს. 

თუ ეს ფაქტი დადასტურდა, ამის საფუძვლეზე, როგორც მინიმუმ უნდა შეუწყდეს ეს ფუნქცია, - ამბობენ დიპლომატები. 

ზოგადად უნგრეთი ევროპულ ოჯახს უბრუნდება, ამ პროცესის ნაწილია დიპლომატიური სამსახურის მოწესრიგებაც, რასაც აწარმოებს ახლა უნგრეთი. ვფიქრობ ის სკანდალი, რომელიც ახლა საქართველოს საპატიო კონსულზეა დაწყებული, ამ პროცესის ნაწილია. საერთოდ უნდა ითქვას, რომ საპატიო კონსულებად ინიშნება იმ ქვეყნსი მოქალაქე. მე როგორც მესმის, ეს ადამიანი არ იყო იმ ქვეყნის მოქალაქე, ეს თავისთავად გარკვეულ კითხვებს ბადებს. თუ ასეთ თაღლითობაშია ბრალდებული ნამდვილად, პირველ რიგში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტრომ უნდა აწარმოოს კონსულტაცია, თავის უნგრელ კოლეგებთან და თუ ეს ფაქტი დადასტურდა, ამის საფუძვლეზე, როგორც მინიმუმ უნდა შეუწყდეს ეს ფუნქცია. შემდეგ კი სამართალდამცველების როლია, გამოააშკარაონ, რამდენად მიუძღვის ბრალი ამა თუ იმ საქმეში, ამ პიროვნებას და შესაბამისად, დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხიც, - განაცხადა “ჯერ საქართველოს“ წევრმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა.

დიპლომატი გიგი გიგიაძე რეპუტაციულ ზიანზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველა ნორმალურ ქვეყანაში წყვეტს მასთან ურთიერთობას და აუქმებს მისი საპატიო კონსულის სტატუსს.

კონსულის შერჩევა არის ძალიან რთული პროცესი, ამას სჭირდება კანდიდატის ძალიან კარგად გამოკვლევა, თითოეულ კანდიდატთან მიმართებით შესაბამისი სამუშაოს განხორციელება, მხოლოდ ამის შედემგ ხდება საპატიო კონსულის არჩევა. მსგავსი შემთხვევების დაფიქსირების დროს, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნორმალურ ქვეყანაში წყვეტს მასთან ურთიერთობას და აუქმებს მისი საპატიო კონსულის სტატუსს. ეს ხდება ხოლმე ჩვეულებრივად, როდესაც მსგავს გადაცდომას აქვს ადგილი. რა საკვირველია, ეს რეპუტაციული ზიანია, მაგრამ მთავარი ზიანი არის მაშინ, როდესაც ადამიანის გადამოწმების გარეშე ხდება კანდიდატის შერჩევა, - ამბობს გიგი გიგიაძე. 

  • უნგრული გამოძიება საქართველოს საპატიო კონსულის საქმიანობით არის დაინტერესებული. შაბთაი მიხაილის სახელს გამომძებელი ჟურნალისტები სავარაუდო კორუფციაას უკავშირებენ. საქმე ოქროს ვიზების პროგრამას ეხება,  რომლითაც  სხვა ქვეყნის მოქალაქეებს დიდი ფულის სანაცვლოდ პირდებოდნენ  უნგრულ ბინადრობას და ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალ მიმოსვლას.
  • გამოძიება ამბობს, რომ ამ პროცესს შუამავლი კომპანიები კურირებდნენ და დიდ მოგებასაც ნახულობდნენ, რის გამოც სახელმწიფომ იზარალა.  შაბთაი მიხაილი კი იმ კომპანიას წარმოადგენდა, რომელიც  ოქროს ვიზებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ყიდდა.
  • შაბთაი მიხაელი 2025 წელს უნგრეთში საქართველოს საპატიო კონსულად დაინიშნა. მისი სახელი ამ პროგრამის რუსულ მიმართულებას უკავშირდება.
  • შაბთაი მიხაელი ქართველ-ებრაელი ბიზნესმენია, რომელსაც უნგრეთის მედიაში წლებია, ორბანის ხელისუფლების გავლენიან პოლიტიკოსთან, ანტალ როგანთან დაახლოებულ ბიზნესწრესთან აკავშირებენ.