რა შედეგით დასრულდა 21-ე სკოლის შესახებ შეხვედრა განათლების სამინისტროში? - მინისტრის განმარტება

24.09.26 19:23
რა შედეგით დასრულდა 21-ე სკოლის შესახებ შეხვედრა განათლების სამინისტროში? - მინისტრის განმარტება

ერთკვირიანი უწყვეტი პროტესტის შედეგი - 21-ე სკოლა აღარ დაინგრევა, მაგრამ რა ფორმით და როდის  გააგრძელებს ფუნქციონირებას ჯერ უცნობია.

ვიდრე შენობის ფუნდამენტური შესწავლა არ მოხდება არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება - ამბობენ შეხვედრიდან გამოსული მშობლები.

როგორც  განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ 21-ე სკოლის პედაგოგებთან და მშობლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, კომისიამ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ უმოკლეს ვადებში განხორციელდეს სამუშაოები, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ 21-ე სკოლაში აღდგეს სწავლების პროცესი.

მიქანაძე ამბობს, რომ სკოლის შენობაში აუცილებელია გარკვეული სამუშაოების ჩატარება, რაც სასწავლო წლის ბოლოს, ზაფხულის პერიოდში აუცილებლად დაიწყება.

 პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ როდესაც  სამინისტრომ მიიღო კონკრეტული დასკვნა, ამის შემდეგ ჩვენ რათქმაუნდა მთავრობის დადგენილების შესაბამისად  ვიმოქმედეთ და სკოლაში დროებით შევაჩერეთ სასწავლო პროცესი. ამასთანავე დასკვნას, როდესაც გავეცანით ჩვენ დამატებით შეკითხვით მივმართეთ სამხარაულის ექპეტრიზის ეროვნულ ბიუროს, რომელსაც ვთხოვეთ, შემჭიდროებულ ვადებში მოწოდებინა ჩვენს მიერ დასმულ დამაზუსტებელ შეკითხვებზე პასუხი.

ჩვენ პაუსუხი სამხარაულ ბიუროსთან მიმართებასიო შემოგვივბიდა გუშინ და სესაბამისად გვქონდა sესაძლებლობა, რომ ამ პასუხს გავცნობოდით, რის საფუძველზეც მოვიწვიეთ უწყებათაშორისი კომისია.

ამ შეხვედრას ესწრებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრი, მუნიციპალური განვითარების ფონის ხელმძღვანელი, ესწრებოდა ქალაქ თბილის ვიცე-მერი, ასევე პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ კომიტეტთა თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ესწრებოდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძრავნელი და ექსპერტები და რათქმაუნდა ორივე სამინისტროს განათლების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პასუხიმგებნელი პირები, როგორც სამინისტროს მიმართებულით, ასევე ინფრასტრუქტურული მიმართულებით.

ჩვენ დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში გვქონდა მსჯელობა წარმოდგენილ დაზუსტებასთან დაკავშირებით, სადაც უკვე დაზუსტებული იყო თუკი ჩატარდება კონკრეტული სამუშაოები შემდგომში დაწესდება მუდმივი მონიტორინგი, შესაძლებელი არის სასწავლო პროცესი აღდგეს გარკვეული პერიოდით ფიზიკურად სკოლაში. - განაცხადა გივი მიქანაძემ

როდესაც ჩვენ ეს გადაწყვეტილება მიმოვიხლიეთ აი ამ კონკრეტული პასუხიდან და განხილვიდან გამომდინარე, კომისიამ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ უმოკლეს ვადებში განხორციელდეს ის სამუშაოები, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ 21-ე საშუალო სკოლასი აღდგეს სწავლა- სწავლების  პროცესი. ამასთან დაკავსირებით გუშინ ჩვენი სამინისტროდან  შესაბამისი წერილიბი და მიმარტვა გაიგზავნაწ ინფრასტუქტურის მისამართიტ იმისთხოვნით, რომ ეს სამუსაოები მოკლე ვადებში განხორციელდეს და დღეს უკვე ინფრასქტურის სამინისტრომ მიიიღო ეს წერილი და შესაბამისი აქტივოების დაგეგმა დაიწყო ამავდროულად ჩვენ დილიდანვე გავავრცელთ განხადება ანუ ინფორმაცია იმ პროცესებთან დაკავსირებით რაზეც ახლა უკვე გესაუბრეთ და იმ კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაზეც გესაუბრეთ და შემდგომში სამ საათზეც ჩავნიშნეთ სკოლის საზოგადეობასთან.

დღეს დილით განათლების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ეწერა, რომ უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის 21-ე სკოლაში რამდენიმეკვირიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რის შემდეგაც სწავლა იმავე შენობაში განახლდება.
მიქანაძის უწყების თანახმად, ზაფხულიდან სკოლაში სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება, რა დროსაც სასწავლო პროცესი ალტერნატიულ შენობაში გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები