"იმის მაგივრად, დაგმოს და მოინანიოს..." - "ოცნებაში" პაატა ბურჭულაძის წერილს პასუხობენ
"ოცნებაში" პაატა ბურჭულაძის წერილს პასუხობენ - ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ დაპატიმრებული მსოფლიო ბანნი მონანიების ნაცვლად ხალხს ისევ საპროტესტო განწყობებით ახალისებს.
იმის მაგივრად, რომ მოუწოდოს ახალგაზრდებს, აღიარონ დანაშაული და მოხდეს ხელისუფლების მიერ ჰუმანური აქტი, როგორც აქამდე მოხდა და გათავისუფლებული რამოდენიმე ათეული პატიმარი, ანალოგიური რომ მოუწოდოს, რომ იგივე გააკეთონ დაპატიმრებულებმა, რომლებიც თვითონვე შეიყვანა შეცდომაში 4 ოქტომბრის ღამეს, მიუხედავად ამისა, კიდევ შტურმისკენ მოუწოდებს.
იმის მაგივრად დაგმოს და მოინანიოს, კიდევ მოუწოდებს, თუ უკეთესი რამ შეუძლიათ, თურმე შესთავაზონ. თურმე ნუ აკრტიკებენ პაატა ბურჭულაძის დაგეგმილ უგუნურ და გაუმართლებელ ღონისძიებას", - ამბობს ირაკლი ჭეიშვილი.
პაატა ბურჭულაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ 4 ოქტომბერს ოცნების „გადარჩევნები“ ჩაატარეს, არჩევნების ჩატარება კი პოლიტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ.
პატიმარი გარკვეულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც მიმართავს, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციას აკრიტიკებენ. "ვუსურვებ დაუსრულებელი ლაპარაკის გარდა, უკეთესი გეგმა შემოგვთავაზონ" - წერს მომღერალი.