კობახიძე ამტკიცებს, რომ ქვეყანაში პროტესტი "განულებულია"
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ქვეყანაში პროტესტი აღარ არსებობს. ამის შესახებ მან გმირთა მემორიალთან მისვლისას ჟურნალისტებთან ისაუბრა. პრემიერი პროტესტის მონაწილეებს "აგენტურად" და "სექტანტებად" მოიხსენიებს და ირწმუნება, რომ აქციები რაოენიბრივადაც და შინაარსობრივადაც "განულებულია".
თავადაც ხედავენ, რომ საერთოდ განულებულია რადიკალების, აგენტურის ე.წ. პროტესტი. ეს რაოდენობითაც არის გამოხატული და შნაარსითაც არის გამოხატული. არ არსებობს რადიკალური ოპოზიციის არავითარი პროტესტი და მართლა სექტანტებივით გამოდიან ყოველდღე ხან 50, ხან 60, ხან 70 კაცი და ყოველდღიურად ახდენენ საკუთარი სისუსტის დემონსტრირებას და ამას სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს გარდა სექტანტობისა, - განაცხადა კობახიძემ.
დღეს სოხუმის დაცემიდან 33 წელი შესრულდა. დილიდან ხალხი გმირთა მემორიალთან მიდის და ყვავილებით ამკობსს.