აქციებზე დაკავებული აქტივისტების ოჯახის წევრები გაზეთებს დღეს წითელსოფელში დაარიგებენ
აქციებზე დაკავებული აქტივისტების ოჯახის წევრები რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობენ. დღეს ისინი წითელსოფელსა და მისაქციელში ჩავლენ და ადგილობრივებს შეხვდებიან. მოსახლეობას დაურიგებენ გლდანის ციხეში მყოფი ზვიად ცეცხლაძის გამოცემულ გაზეთსაც, სადაც დაპატიმრებული ახალგაზრდების გზავნილებია.
ამჯერად გავდივართ წითელსოფელში, მიგვაქვს გაზეთები "თავისუფლების ხმა ციხიდან" და "საკანი 101". მოცემულ გაზეთებში ასახულია პატიმრების წერილები, მოსაზრებები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც რეჟიმის პირობებში ვრცელდება აბსოლუტური დეზინფორმაცია ყველა თემასთან დაკავშირებით და ყველა მიმართულებით. შესაბამისად, მნიშნელოვანია საზოგადოებამ, ხალხმა იცოდეს სიმართლე, - ამბობს ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე.