თხილის ჩაბარების ფასი 3 ლარამდე დაეცა - სამეგრელოში ფერმერები დახმარებას ითხოვენ

27.09.26 14:25
თხილის ჩაბარების ფასი 3 ლარამდე დაეცა - სამეგრელოში ფერმერები დახმარებას ითხოვენ

კახეთის შემდეგ, მოსავლის დაბალი ფასის გამო პროტესტი სამეგრელოშიც დაიწყო. ადგილობრივი ფერმერების განცხადებით, თხილის ჩაბარების ფასი 3 ლარამდე დაეცა, რაც მოსავლის მოვლისა და აღების ხარჯებსაც კი ვერ ფარავს.

ადგილობრივები შექმნილ ვითარებას, მათ შორის, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის გაუქმებას უკავშირებენ. მათი თქმით, ფერმერები ვეღარ იღებენ ფინანსურ დახმარებას თხილის ბაღების მოვლისთვის საჭირო პრეპარატების,  მათ შორის შხამ-ქიმიკატებისა და პესტიციდების შესაძენად.

ხელის შემწყობი და იმედის მომცემი არავინ აღმოჩნდა, "ნუ გეშნიათ, ასე თუ ისე დაგეხმარებითო", ამის მთქმელი არავინ აღმოჩნდა. თან აქ ვინ მოვიდოდა, მეურნეობებია გამხმარი და ისინი უყურადღებოდ არის მიტოვებული. წელს ველოდები შიმშილობას. ერთი კვირის უკან წავიღე, ორლარნახევარი მომცეს. ნისიად მაძლევდა ნაცნობი წამალს და იმის ფულიც არ მაქვს ჯერ გასტუმრებული. ველოდები, უფლის იმედით, იქნებ მოიმატოს თხილის ფასმა, - ამბობს ადგილობრივი გლეხი. 

შარშან თხილის ფასი იყო 12-13 ლარამდე და მოსახლეობა კმაყოფილი იყო. წელს ჯერჯერობით ძალიან დაბალია ფასი. ეს დახმარებები რომ იყო, 500 ლარიანი დახმარებები სახელმწიფოსგან, წელს არ იყო ეს დახმარებაც. თუ აღდგება სახელმწიფოსგან ეს დახმარება, ძალიან კარგი იქნება. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია თხილის კულტურა, - ამბობს კიდევ ერთი ფერმერი.  

მსგავსი სიახლეები