„რუსეთი მტერია“ - სოხუმის დაცემის დღეს ზუგდიდში მსვლელობა გაიმართა
„რუსეთი მტერია“ - სოხუმის დაცემის დღეს ზუგდიდში მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეებს ხელში ეროვნული გმირებისა და რუსეთის აგრესიას შეწირული საქართველოს მოქალაქეების ფოტოები ეჭირათ, მათ შორის გიგა ოთხოზორიას ფოტო.
„ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებმა მსვლელობისას განაცხადეს, რომ ქვეყნის მთავარ საფრთხედ და გამოწვევად კვლავ რუსეთის ოკუპაცია რჩება.
შეკრებილები ეროვნული გმირების ხეივანში მივიდნენ და გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ ყველა იმ დაცემული მებრძოლის ხსოვნას, გმირის ხსოვნას, ვინც ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისა და თავისუფლებისთვის იბრძოდა. მაგრამ ჩვენ არ ვართ არა მარტო იმიტომ, რომ წარსული გავიხსენოთ, არამედ იმიტომ, რომ ვთქვათ, რომ ამ ადმაიანების სახელით, მათი ბრძოლის გასაგრძელებლად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ძლიერი ქართული სახელმწიფოს ასაშენებლად, ძლიერი ქართული ჯარის შესაქმნელად და საქართველოს გასატაისუფლებლად მავნებლური პრორუსული რეჟიმისგან, რომელიც პირდაპირ უარყოფს მთელ იმ მემკვიდრეობას, რაც ამ ადამიანებმა დაგვიტოვეს, - თქვა გრიგოლ გეგელიამ გმირთა მემორიალთან.