Politico: EU ყველაზე პერსპექტიული კანდიდატებისთვის წევრობის სამოქმედო გეგმებს ამზადებს, „საგზაო რუკას" არ შესთავაზებენ საქართველოს
ევროკავშირი წევრობის ყველაზე პერსპექტიული ოთხი კანდიდატისთვის (მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა) სამოქმედო გეგმებს ამზადებს, სადაც გაწევრიანების მოლაპარაკებების საკვანძო ეტაპების დასასრულებლად მიზნობრივი თარიღები იქნება დათქმული - ინფორმაციას Politico ავრცელებს.
ორმა მაღალჩინოსანმა, რომლებიც წინადადებების პროექტზე მუშაობენ, Politico-ს განუცხადა, რომ ჩამოთვლილი 4 ქვეყნისთვის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე პროცესის დაჩქარების მცდელობის ფარგლებში, მიზნობრივი „საგზაო რუკების“ შექმნა განიხილება.
წყაროების განმარტებით, ეს „საგზაო რუკები“ უფრო ნათელს გახდის, თუ კონკრეტულად რა მოეთხოვება თითოეულ კანდიდატ ქვეყანას; ამავდროულად, ისინი ვალდებულებებს დააკისრებს მოქმედ წევრებსაც, რომელთა თანხმობაც აუცილებელია პროცესის წინსვლისთვის. გეგმები ასევე განსაზღვრავს სავარაუდო ვადებს რეფორმების ჯგუფების - ე.წ. „მოლაპარაკებების კლასტერების“ - ოფიციალურად დასრულებისთვის, რაც გაწევრიანების გზაზე უმნიშვნელოვანეს ეტაპებს წარმოადგენს.
„პროცესის უფრო ადრეულ ეტაპზე მყოფ სხვა კანდიდატ ქვეყნებს, როგორებიცაა კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია და ბოსნია-ჰერცეგოვინა, ამ ეტაპზე საგზაო რუკებს არ შესთავაზებენ. ასევე, არ იქნება შეთავაზებული საგზაო რუკები საქართველოს, თურქეთსა და სერბეთისთვის, რომელთა განაცხადების განხილვა დემოკრატიული და სასამართლო სისტემის უკუსვლის გამო შეჩერებულია“, — წერს Politico.
გამოცემას, ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ პროცესის ადრეულ ეტაპზე მყოფ სხვა კანდიდატ ქვეყნებს, როგორიცაა კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია და ბოსნია და ჰერცეგოვინა, ამ ეტაპზე საგზაო რუკებს არ შესთავაზებენ. საგზაო რუქებს არ შესთავაზებენ საქართველოს, თურქეთსა და სერბეთს, "რომელთა განაცხადებიც დემოკრატიულ და სასამართლო სისტემაში უკუსვლის შესახებ არსებული შეშფოთების გამო შეჩერებულია".