კახა კალაძე ჩინეთშია
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება - მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში თბილისის მერ ქალაქ ნანკინის მერს ლი ჭონგ ძიუნის შეხვდება.
„თბილისის მერი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ეწვევა მსოფლიოში მეტროს ვაგონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია CRRC-ს, სადაც შეხვედრას გამართავს კომპანიის დირექტორ სუნ იონგცაისთან და თბილისის განკუთვნილ მეტროს ვაგონებს დაათვალიერებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
თბილისის მერთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაშია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი გიორგი შარკოვი.
მსგავსი სიახლეები
28.09.26 10:22
Politico: EU ყველაზე პერსპექტიული კანდიდატებისთვის წევრობის სამოქმედო გეგმებს ამზადებს, „საგზაო რუკას" არ შესთავაზებენ საქართველოს
ევროკავშირი ამუშავებს წინადადებებს, რომლებიც ბლოკში გაწევრიანებასთან ყველაზე ახლოს მყოფ ოთხ ქვეყანას გაწევრიანებისკენ მკაფიო, ეტაპობრივ გზას შესთავაზებს