მარიამ ლაშხი აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილეს შეხვდა
მარიამ ლაშხი აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილეს ჰასან ჰასანლი შეხვდა - ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა განათლების სფეროში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განათლების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა STEM, ინოვაციური და ციფრული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების, ასევე, სახელმძღვანელოების გაცვლისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ანტონ ობოლაშვილი.