ეს იყო რუსულ-ნაცმოძრაობის პროტესტი - კობახიძე

01.04.21 14:31
ეს იყო რუსულ-ნაცმოძრაობის პროტესტი - კობახიძე

 

პოზნერის წინააღმდეგ გამართული პროტესტი რუსულ-ნაცმოძრაობის იყო - შესაბამისი განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა. 

მისი თქმით, პროტესტში მონაწილეობდნენ ადამიანები, ვინც საქართველოში რუსეთის საქმეს აკეთებენ. მეტიც, კობახიძემ "გარკვეული პირები რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობაში" დაადანაშაულა: 

„პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ ადამიანები, ვინც აკეთებენ რუსეთის საქმეს საქართველოში და არიან შემჩნეული კავშირებში. მაგალითად, ნინო ბურჯანაძე აპროტესტებდა, ირაკლი ოქრუაშვილი, შალვა ნათელაშვილი. ესენი სხედან ნაცმოძრაობის ოფისში და აქვთ უფრო მძიმე განცხადებები გაკეთებული, ვიდრე იყო პოზნერის განცხადება, რომელსაც აფრიალებდნენ. იყვნენ კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც არიან რუსეთის საქმის მკეთებლები. ეს იყო რუსულ-ნაცმოძრაობის პროტესტი. 

მაქარაშვილი გულუას ყოფილი პრესსპიკერია, დიღმელაშვილი ბუშის ქუჩის გახსნას აპროტესტებდა. ესენი მარტო რუსეთის საქმეს კი არ აკეთებენ, არის ეჭვი, რომ ისინი არიან რუსეთის აგენტები. აბა, როგორ იგებენ ყველაზე ადრე ასეთ ვიზიტებს, როგორ იგებს ელენე ხოშტარია?", - ამბობს კობახიძე.

მსგავსი სიახლეები