“ოცნებაში“ პასუხობენ კითხვას, განიხილავენ თუ არა ამნისტიას გადავსებული ციხეების ფონზე
გადავსებული ციხეების მიუხედავად, “ქართული ოცნება“ ამნისტიას გამორიცხავს. როგორც ირკვევა, საპარლამენტო გუნდში ამ ეტაპზე ამინისტიის პროექტზე მსჯელობა არ განიხილება.
მმართველ გუნდში არ უარყოფენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებები ნამდვილად გადავსებულია, თუმცა, თავს იმართლებენ იმით, რომ ბოლო პერიოდში ნარკოდანაშულთან გამოცხადებული ბრძოლა და კორუფციასთან ბრძოლა აქტიურ ფაზაშია.
ხელოვნური ამნისტია, ან გნებავთ ხელოვნურიი ჩარევა მართლმსაჯულებაში დაუშვებელია - ამბობ ალუდა ღუდუშაური.
ამნისტია არის ჰუმანური აქტი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის რაიმე საკითხი, რომელიც ასე პერიოდულობით რიგდება და ეს ადამიანები ჩადგებიან რიგში, მიიღებენ ამ მოწყალებას და შემდეგ კვლავ დაუბრუნდებიან ძალადობას. ასე ვერ და არ იქნება, რადგან თავშივე ამნისტიის ღერძი არის ჰუმანური აქტი, თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი რესოციალიზებულია. ხელოვნური ამნისტია, ან გნებავთ ხელოვნურიი ჩარევა მართლმსაჯულებაში ზოგადად არის დაუშვებელი, მიუღებელი და ამავდროულად, არასამართლიანი. ამიტომ ეს ყველაფერი გადააზრებული უნდა იყოს და შეფასებული აუცილებლად დიდ სურათში, - ამბობს ალუდა ღუდუშური.
კომპრომისზე წასვლას გამორიცხავს “ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი. გაბუნიაც ამბობს, რომ პატიმრების რაოდენობის ზრდა მათი გუნდის მხრიდან დანაშულებებთან ბრძოლის შედეგია.
რა თქმა უნდა, ნარკოდანაშულთან ბრძოლა ჩვენთვის პრიორიტეტი, ასევე ორგანიზებულ დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიმართულებით ჩვენი პოლიტიკა გაგრძელდება. პატიმრების რაოდენობა არის ფაქტი, მაგრამ ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი, ჩვენ ვერ დავუშვებთ კომპრომისს პატიმრების რაოდენობასთან მიმართებით, რომ პატიმრების რაოდენობაზე გავაკეთოთ თვალის დახუჭვა. ამიტომ, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია, ჩვენი პრინციპული პოზიცია შენარჩუნდეს, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
- საიამ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა.
- ანგარიშის თანახმად, საქართველო ამჟამად ევროპის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე პატიმართა რაოდენობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.
- მათივე ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მიერ 2026 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პატიმართა რაოდენობა, 2025 წლის იანვრის მონაცემებით, ყოველ 100,000 მოსახლეზე დაახლოებით 232 პატიმარს შეადგენს. ევროპის საბჭოში საქართველოს მაჩვენებელს მხოლოდ თურქეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის მაჩვენებლები აღემატება