ღარიბაშვილი VS კობახიძე - პატიმარი ექს პრემიერის ახალ წერილის მთავარი აქცენტი

29.09.26 19:52
ღარიბაშვილი VS კობახიძე - პატიმარი ექს პრემიერის ახალ წერილის მთავარი აქცენტი

ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ - "ხალხს მინდა ვკითხო: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?"  - ეს არის პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის რიგით მერვე, პოლიტიკური წერილის მთავარი აქცენტი. 

მთავრობის ყოფილი მეთაური მისი პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ასახელებს. 

ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების უკომპრომისო დაცვითა და ჩვენი გუნდის საერთო ძალისხმევით, 2023 წლის დეკემბერში მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მიღწეული შედეგებით და, რაც მთავარია, დემოკრატიული მეთოდებით, პოლიტიკურად გავანულეთ მთელი რადიკალური ოპოზიცია, სათქმელი და სალაპარაკო არ დავუტოვეთ არავის. ჩემი მთავრობის მუშაობის მოწონების რეიტინგი 2024 წლის იანვარში 60% იყო, ისევე როგორც პარტიის რეიტინგი.

ამ შედეგებით დავტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2024 წლის იანვრის ბოლოს. 
მას შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა და ხალხს მინდა ვკითხო: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?"- წერს ღარიბაშვილი. 

მსგავსი სიახლეები