გელა ხასაია აქციაზე მივიდა

29.09.26 20:39
გელა ხასაია აქციაზე მივიდა

 

 

ერთწლლიანი პატიმრობის შემდეგ გელა ხასაია ისევ პროტესტს უბრუნდება. სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ არც ქვეყნიდან წასვლას გეგმავს და არც სახლში ჯდომას.

მისი მთავარი გეგმა იმ ბრძოლის ბოლომდე მიყვანაა, რომლის აქტიური მონაწილეც დაკავებამდე იყო. 

არაფერი მოგვარებულა, და ამას ამ ერთი წლის განმავლობაში დაემატა უამრავი რამ, რის გამოც სახლში გაჩერება, როგორც მაშინ იყო შეუძლებელი, ახლა კიდევ ორმაგად შეუძლებელია.

ჩემთვის არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ ერთი წელი ვიყავი შეზღუდული, ფიზიკურად ვერ ვაკეთებდი იმას, რასაც ვაკეთებ და ახლა სადამდეც მექნება შესაძლებლობა, რომ გავაგრძელო, გავაგრძელებ, - განაცხადა გელა ხასაიამ.

სამოქალაქო აქტივისტმა პატიმრობაში მყოფ თანამოაზრეებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ სახლში ჯდომა მათ გამოც არ შეიძლება. 

ხაასაიამ ციხეში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა და თქვა, რომ "ქართულ ოცნებას" არ აქვს მზაობა, პრობლემა მოაგვაროს. 

რაც შეეხება პატიმრების წერილებს, რომლებსაც ციხიდან აგზავნიან, შეუძლებელია ამას არ დაეთანხმო, იმას, თუ რა საკვებს აძლევენ პატიმრებს და ეს მარტო პოლიტპატიმრებს არ ეხებათ, ეს ეხება ნებისმიერ პატიმარს. სამწუხაროდ, ბევრს არ აქვს იმის საშუალება, რომ თავად შეიძინოს სხვა საკვები. ეს არის სისტემური პრობლემა, არავის უნდა ამის მოგვარება, თორემ მზაობა რომ იყოს, ერთ თვეშიც შეიძლება ამის მოგვარება” - დასძინა მან.

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრმა, გელა ხასაიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. გლდანის ციხესთან მას კოალიციის წევრები და მეგობრები დახვდნენ.

ხასიას საპროცესო შეთანხმება რამდენიმე თვის წინ გაუფორმდა. პირობების თანახმად, სამოქალაქო აქტივისტმა 1 წელი ციხეში უნდა მოიხადოს, რის შემდეგაც 3 წელი პირობითი მსჯავრი ექნება.

გელა ხასაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

პროკურატურის მტკიცებით, 2025 წლის 1 სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა გელა ხასაიამ და ვასილ ქერდიყოშვილმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს რამაზ ჩადუნელს.

 

მსგავსი სიახლეები