პუტინის პრეს-მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას მიესალმება

01.04.21 14:39
პუტინის პრეს-მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას მიესალმება

,,ოფიციალური მოსკოვი გმობს ქართველი ნაციონალისტების დამოკიდებულებას რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერის,  მიმართ" -  განაცხადა დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ტელეარხ ,,რასია 24"-ში გამოსვლისას. პარალელურად, კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოიწონა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება და მადლობა გადაუხადა ქართულ პოლიციას, რომელმაც რუსული დელეგაციის უსაფრთხოება დაიცვა.

 

  - ჩვენ დღეს ვიხილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, როთაც მან ქართველი ნაციონალისტების ქმედება გააკრიტიკა. ჩვენ ამ განცხადებას მივესალმებით. აგრეთვე, მოხარული ვართ ქართული პოლიციის ქმედებით, რომელმაც უზრუნველჰყო რუსების უსაფრთხოება - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

კრემლის პრეს-მდივანი აღნიშნავს, რომ საქართველოში რუსების ყოფნა სახიფათოა და ეს კარგად ესმის.

 

ვლადიმერ პოზნერი 41 კაციან დელეგაციასთან ერთად საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა. მისი ვიზიტი მძაფრი საპროტესტო აქციების ფონზე წარიმართა.  რუსულმა დელეგაციამ საქართველო მალე დატოვა.

მსგავსი სიახლეები