გახარიას საქმეზე ჩვენებას გომელაური აძლევს

30.09.26 14:13
გახარიას საქმეზე  ჩვენებას გომელაური აძლევს

"ჩორჩანას" საქმეზე სასამართლოში ჩვენებას ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აძლევს. ექს მინისტრი თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში იმყოფება.

  •  პროკურატურაში გამოკითხვის დროს გომელაურმა მოყვა, რომ მაშინ როცა სუსს ხელმძღვაბელობდა, არ იცოდა, რომ გახარიამ ჩორჩანაში საგუშაგო ჩადგა. 

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. პროკურატურის ვერსიით, მან სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს განთავსების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. გახარიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი.