როგორ იგებს ხოშტარია ყველაზე ადრე ამ ვიზიტებს? - ეს არის რუსეთის აგენტურა - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში "რუსულ აგენტურაზე" საუბრობს და ამ კონტექსტში ელენე ხოშტარიას და სამოქალაქო აქტივისტებს ახსენებს:
"როგორ იგებენ ისინი ყველაზე ადრე ასეთ ვიზიტებს? ელენე ხოშტარია საიდან იგებს? - ეს არის აგენტურა, რომელიც მოქმედებს აგენტურული ინტერესების შესაბამისად" - თქვა კობახიძემ ვლადიმირ პოზნერისა და მისი მეგობრების საქართველოში ვიზიტის შესახებ.