კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 32 მოქალაქეს მიანიჭა [სია]

04.10.26 23:10
კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 32 მოქალაქეს მიანიჭა [სია]

კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება წელს 32 მოქალაქეს მიენიჭა.

თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ მედიცინის, მეცნიერების, სპორტის, ხელოვნების, ლიტერატურისა და სხვა დარგის წარმომადგენლები. 

  1. რამაზ ხეცურიანი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის აკადემიკოს-მდივანი. 
  2. დავით გორდელაძე - ექიმი, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 
  3. მიხეილ კილოსანიძე - ხმის რეჟისორი. 
  4. ნინო სალუქვაძე - სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი. 
  5. ნუგზარ რუხაძე -  ჟურნალისტი, დიპლომატი. 
  6. ვლადიმერ პაპავა - მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. სხვადასხვა დროს იკავებდა პოლიტიკურ თანამდებობებს, მათ შორის, იყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრი 1993-2000, ხოლო თსუ-ს რექტორი 2013-2016 წლებში.
  7. ლერი ხაბელოვი - სპორტსმენი, საქართველოს ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი; პარლამენტის ყოფილი წევრი;  
  8. ივანე კუზანოვი - ექიმი, პლასტიკური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების დამფუძნებელი, კუზანოვის კლინიკის მმართველი.
  9. ავთანდილ დემეტრაშვილი - იურისტი, პროფესორი.
  10. იური ოსიპოვი - მოფარიკავე. 
  11. კირა ანდრონიკაშვილი - ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, ხელოვნებათმცოდნე. ითამაშა ფილმებში - "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, "ერთი ცის ქვეშ“, "მთვარის მოტაცება“, "სინემა“;
  12. რევაზ კლდიაშვილი - ქიმიკოს-ინჟინერი,  პროზაიკოსი, დრამატურგი. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარებასა და ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიულ მომზადებაში. არის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაციისა და კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი. მრავალი წელა ხელს უწყობს თანამედროვე ქართული კულტურის დაცვას, განვითარებასა და პოპულარიზაციას. შემოქმედებითი საქმიანობისათვის  მინიჭებული აქვს საპატიო წოდება -„ხელოვნების ქურუმი“. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და მხატვრულ-პროზაული ნაწარმოების ავტორი;
  13. მამუკა მიქელაძე - მხატვარი, მონუმენტალისტი. 
  14. ირმა გურიელი - ჟურნალისტი, მსახიობი. 
  15. იანო ალიბეგაშვილი - მომღერალი, ოპერის სოლისტი. 
  16. გიორგი ქორქაძე - მუსიკოსი, 23-ე სამუსიკო სკოლის დირექტორი 1976-79 წწ; საქართველოს სახელმწიფო კაპელის დირექტორი -1980-85 წწ; 1979 წლიდან დღემდე არის ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი; 
  17. დავით მეტრეველი - ექიმი, ენდოკრინოლოგი, საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი და დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრის დირექტორი; 
  18. მურმან გელენიძე - მხატვარი. 
  19. ლევან ჯაფარიძე - ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. 
  20. ტარიელ ონაშვილი - მომღერალი, სსიპ "საქართველოს ხალხური სიმღერისა“ და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ "რუსთავის“ პირველი თაობის წევრი; 
  21. გივი შუღაროვი - ინჟინერი, პოლიტიკოსი. იყო მეოთხე და მეხუთე მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი;
  22. ნუგზარ მეძმარიაშვილი - მხატვარი, მონუმენტალისტი. 
  23. თენგიზ ასათიანი - ექიმი, რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი. 
  24. ედიშერ მაჩაიძე - სპორტული მსაჯი, პროფესორი. არის ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) სამეცნიერო საბჭოსა და UWW-ის ევროპის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. 
  25. ელგუჯა ადამია - ექიმი, გასტრო-ენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი. 
  26. რევაზ ჯავახიშვილი - მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი.
  27. ბესარიონ დოჭვირი - მეცნიერი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.
  28. გიორგი ალიბეგაშვილი - პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. იყო თბილისის მერიის განათლების სამმართველოს უფროსი; თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე; 
  29. ზურაბ გოშაძე - პოეტი, ფილოლოგი. 
  30. რამაზ ხუროძე - ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. 
  31. გრიგოლ (გია) მურღულია - პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 
  32. ჯემალ ძაგანია - პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სპორტის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ამავე უნივერსიტეტის რექტორი -  2015-2024 წწ. 

"მე, როგორც თბილისის მერი, ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მაქვს შესაძლებლობა წარმოგიდგინოთ ადამიანები, რომლებმაც თბილისს ცოდნა დაუტოვეს, თბილისური კულტურა შექმნეს, ემსახურებოდნენ მეცნიერებას, ხელოვნებას, სპორტს, საზოგადოებას; ადამიანები, რომლებიც ხშირად უხმაუროდ, ყოველდღიური შრომით ქმნიდნენ ამ ქალაქის წარმატებას.

დღეს ჩვენ მათ ვეუბნებით — თბილისს ახსოვს თქვენი შრომა, აფასებს თქვენს ღვაწლს და ამაყობს თითოეული თქვენგანით. ქალაქები შენობებით, ქუჩებითა და ინფრასტრუქტურით შენდება, მაგრამ ქალაქის სულს ადამიანები ქმნიან. თბილისის ყველაზე დიდი სიმდიდრე ყოველთვის მისი ადამიანები იყვნენ და იქნებიან.

ჩემთვის, როგორც თბილისის მერისთვის, განსაკუთრებული პატივია დღეს ჩვენი ქალაქის სახელით ამ ადამიანებს ერთი ძალიან მარტივი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ვუთხრა — მადლობა! მადლობა ყველაფრისთვის, რაც თბილისს მიეცით. მადლობა იმ კვალისთვის, რომელიც ამ ქალაქში დატოვეთ და მადლობა იმისთვის, რომ თქვენი საქმიანობით თბილისს კიდევ უფრო განსაკუთრებულ ქალაქად აქცევთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები