საჭიროა, სანქციების დაწესება დროულად! - ინტერვიუ რასა იუკნევიჩიანესთან
საჭიროა, სანქციების დაწესება დროულად - ამ სიტყვებით მიმართავს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.
საქართველოს საკითხზე მომხსენებელი "ტვ პირველთან" ინტერვიუში ადასტურებს, რომ რეზოლუციის შეჯერებული ვერსია უკვე მზადაა და იმედს გამოთქვამს, რომ ლიდერები ევროპარლამენტარების რეზოლუციის მოთხოვნებს გაითვალისწინებენ.
სანქციები ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ჩვენ ეს ბევრი მსგავსი ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ გამოვიყენეთ და ახლაც უნდა გამოვიყენოთ. ევროპარლამენტს არ აქვს უფლებამოსილება, რომ სანქციები თავად დავაწესოს. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, მოვითხოვოთ ის. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება და საბოლოოდ დააწესონ სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის.
ეს რეჟიმი თავიდან ხალხის მიერ იყო არჩეული, ისინი აღიარებულები იყვნენ, ამიტომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ეს ხალხის არჩევანია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
ბოლო არჩევნები გაყალბდა, ჩვენ ევროპარლამენტში "ქართულ ოცნებას" არ ვაღიარებთ. ჩვენ მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს და ვცდილობთ შევუცვალოთ მათ ეს მიდგომა. არ ვფიქრობ, რომ საქართველო სამუდამოდ დაკარგულია. ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ქუჩაშია, იბრძვის, და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ხალხი პროევროპულია"- აცხადებს ევროპარლამენტარი.