კობახიძემ ღარიბაშვილს უპასუხა
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საზოგადოებას არ აინტერესებს, რეაქცია არ აქვს მისი წინამორბედის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები.
კობახიძემ ღარიბაშვილის განცხადების იმ ნაწილს უპასუხა, სადაც ექს-პრემიერი მის მმართველობის დროს ეკომიკურ მიღწევებზე საუბრობს და თქვა, რომ მსგავს მიღწევებს ის პირადად არასდროს მიიწერს საკუთარ თავზე.
"რა მიღწევების გვაქვს ეკონომიკაში გუნდის მიღწევაა"- აცხადებს მოქმედი პრემიერ მინისტრი.
მისივე მტკიცებით, ეკონომიკური მიმართულებით ზრდის ტენდენცია ბოლო 5 წელიწადში შეინიშნება.
მიუხედავად იმისა, რომ ეკომონიმურ ზრდას საფუძველი ჩაეყარა 2012 წელს, ამან არსებითად შედეგი გამიუღო 2021 წლიდან. ჩვენ ბოლო 5 წლის განმავლობაში გვაქვს 9,3 %-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდა. წელსაც გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი. პირველ ადგილზე ვართ ევროპაშაში. ეს არის რეალური სურათი და არ შეიძლება, ეს შედეგები ან მე მივიწერო ან ირაკლი ღარიბაშვილმა, მანამდე სამი წლის მაჩვენებლები. ეს იყო იმ ჩაყრილი საფუძვლის შედეგი რომელიც 2021 წლიდან არის სახეზე"- თქვა კობახიძემ და ყველა მიღწევა ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირა.
TV პირველის კიდევ ერთ კითხვაზე, ამოიკითხა თუ არა მისი პერსონალური როლი წერილის იმ ნაწილში, სადაც ღარიბაშვილი ქვეყნის იზოლაციაში მოქცევაზე საუბრობს, კობახიძე ამბობს:
ამ თემაში სიღრმისეულად ვერ შევალთ, ძალიან კარგად იცის მან საიდან დაიწყო ეს პრობლემები. რამხელა უსამართლობა იყო 2022 წელს, ვინ პრემიერი?! 2023 წელს რამხელა უსამართლობა იყო. ვინ იყო მაშინ პრემიერი?! მაშინ წამოვიდა მთელი უსამართლობა 2023 წელს. როცა იცის რამხელა უსამართლობა იყო ევროპული ბიუროკრატიისა და მაშინდელი ამერიკული ბიუროკრატიის მხრიდან და მაინც ცდილობს, რომ აქცენტი სხვაგან გადაიტანოს, ეს არის ნაცობა"- თქვა კობახიძემ.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, ნაცია ირაკლი ღარიბაშვილი? "ქართული ოცნების" ლოიდერმა დააზუსტა, რომ ღარიბაშვილის აზროვნება არის "ნაცური".
არა, არა, აი, აქედან ჩანს, რომ ნაცობა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მაინც და მაინც პარტიულ კუთვნილებას. ანუ, ნაცური აზროვნება შეიძლება დაკავშირებული იყოს პარტიულ კუთვნილებასთანაც და შეიძლება არ იყოს დაკავშირებული პარტიულ კუთვნილებასთან. კორუფციაც ჩემთვის არის ნაცობა, არასწორი ინტერპრეტაციებით საუბარიც არის ნაცობა, ანუ, ყველაფერი ასეთი მანკიერი მოვლენა არის ჩემთვის ნაცობა