ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა - მაკალისტერი
ევროპარლამენტარი დევიდ მაკალისტერი აცხადებს, რომ ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ავტორიტარული მმართველობისკენ „კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა“. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მაკალისტერის თქმით, მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გვერდით დაუდგეს ქართველ ხალხს, რომელიც ევროპული ინტეგრაციისთვის იბრძვის.
კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელად - სწორედ ასე დაახასიათა ევროკომისიამ საქართველო 2025 წლის გაფართოების ანგარიშის წარდგენისას. სამწუხაროდ, თითქმის ერთი წლის შემდეგ, ოცნების რეჟიმი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ეს შეფასება მართებული იყო. ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ დავუდგეთ გვერდით ქართველ ხალხს, რომელიც აბსოლუტური უმრავლესობით იბრძვის ევროპული ინტეგრაციის მიზნისთვის, - განაცხადა მაკალისტერმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები იმართება.