"ქართული ოცნება", სინამდვილეში, რუსული ოცნებაა - კშიშტოფ ბრეიზა
„ქართული ოცნება“ სინამდვილეში „რუსული ოცნებაა“ და ხელისუფლებას საქართველოს „საბჭოთა წარსულში დაბრუნება“ სურს, - ამის შესახებ კშიშტოფ ბრეიზამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ბრეიზას თქმით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მცდელობა და ქვეყანაში არსებული სასამართლო სისტემა ამის დასტურია, ხოლო ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც, მისი შეფასებით, „პუტინს წარმოადგენენ“.
მკაფიოდ უნდა ითქვას: ქართული ოცნება“ სინამდვილეში რუსული ოცნებაა. პაპუაშვილს და სხვებს საბჭოთა დროში დაბრუნება სურთ. მათ სურთ, მთელი საქართველო დელორიანში მოათავსონ და წარსულში დაბრუნდნენ, რადგან პოლიტიკური პარტიები იკრძალება. რაც შეეხება მათ სასამართლო სისტემას - ამის კომუნისტებსაც კი შეშურდებოდათ. ეს ჯგუფი უნდა დაიშალოს, რადგან საქართველო თავისუფალი ერია, თავისუფალი ადამიანებისგან შემდგარი ევროპული ერი. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი რეჟიმის დაცემა მაშინ იწყება, როდესაც თავისუფალი სამყარო ხალხს ნათლად აჩვენებს, რომ მოქმედების დროა. დროა, სანქციები დაუწესდეს იმ ადამიანებს, რომლებიც პუტინს წარმოადგენენ, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები იმართება.