ევროპა მკაცრი უნდა იყოს რეჟიმის მიმართ, დააწესეთ სავიზო აკრძალვები, დაადეთ სანქციები! - ევროპარლამენტარი "ოცნებაზე"

07.10.26 23:59
ევროპა მკაცრი უნდა იყოს რეჟიმის მიმართ, დააწესეთ სავიზო აკრძალვები, დაადეთ სანქციები! - ევროპარლამენტარი "ოცნებაზე"

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას სებასტიან ტინკინენმა ევროკავშირს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მმართველი პარტია, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გეგმავს, „ქართული ოცნებიდან ქართულ კოშმარად იქცა“, ხოლო ევროპა პროცესების „უბრალო მაყურებლად“ არ უნდა დარჩეს.

ახლა მმართველი პარტია ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გეგმავს. დროა, ყველამ გაიღვიძოს. მმართველ პარტიას „ქართული ოცნება“ ჰქვია, მაგრამ ის ქართულ კოშმარად იქცა. ეს კოშმარი არ დასრულდება, თუ უბრალო მაყურებლებად დავრჩებით. ევროპა მკაცრი უნდა იყოს ამ რეჟიმის მიმართ. დააწესეთ სავიზო აკრძალვები, დაადეთ სანქციები. ვუთხრათ „არა“ მინი-რუსეთს, - განაცხადა ფინელმა ევროპარლამენტარმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები იმართება.   

მსგავსი სიახლეები