საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა - ჯესიკა როსვოლი

08.10.26 00:04
საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა - ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კანდიდატი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ევროპულ გზას შორდება. როსვოლი ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონები, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები და პოლიტიკურ ძალებთან დიალოგი დაიწყოს.

ევროკავშირი პარტია "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები და ჩაერთოს შინაარსობრივ დიალოგში ყველა პოლიტიკურ დაინტერესებულ მხარესთან.  თავის მხრივ, ევროკავშირის კარი ღიაა ურთიერთპატივისცემის საფუძველზე  კონსტრუქციული დიალოგისთვის საქართველოსთან,  ურთიერთობებში არსებული ჩიხიდან გამოსავლის მოსაძებნად. "ქართული ოცნების" პირობებში საქართველო შორდება დემოკრატიულ ნორმებს და მისი ხალხის მიერ არჩეულ ევროპულ გზას. საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა კანდიდატი ქვეყნისთვის, - განაცხადა ევროკომისარმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები იმართება.    

მსგავსი სიახლეები