კობახიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე საწვავზე აქციზის შემცირება არ განიხილება

09.10.26 12:38
კობახიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე საწვავზე აქციზის შემცირება არ განიხილება

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე საწვავზე აქციზის შემცირების საკითხი არ განიხილება. მთავარობის მეთაურის განცხადებით, საწვავის ფასების მატება მიმდინარე კონფლიქტმა გამოიწვია.

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება, თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე კონფლიქტი მალე დარეგულირდება, რაც დასწევს ფასებს. დაველოდებით მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ.

მანამდე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში განაცხადა, რომ ნავთობზე აქციზის განახევრებაც კი საწვავის ფასების მნიშვნელოვან შემცირებას ვერ უზრუნველყოფს.