თინა ხიდაშელი: თავდაცვის ბიუჯეტისთვის ტექნიკური ხასიათის კლება არ არსებობს

09.10.26 15:46
თინა ხიდაშელი: თავდაცვის ბიუჯეტისთვის ტექნიკური ხასიათის კლება არ არსებობს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ როდესაც საქმე ეხება თავდაცვას და ჯარს, არ არსებობს არანაირი ტექნიკური ხასიათის კლება.

თინა ხიდაშელის თქმით, არ ახსენდება, როდის იყო ჯარის განვითარების ყველა მიმართულებაში და პუნქტში იყო ერთდროული კლება. 

კლება გვაქვს ყველა მიმართულებით, რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას, შეარაღებით გაუმჯობესებას, თავდაცვის შესაძლებლობებით გაუმჯობესებას, ესეთი რამე არ მახსენდება, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით კლება ყოფილიყო ყველა მიმართულებაში და მეორეს მხრივ, გაჩერებულია პრაქტიკულად, როგორც ვიცით, ყველა საერთაშორისო პროგრამა, ის მნიშვნელოვანი შემავსებელი კომპონენტი, რომელიც ყოველთვის გვქონდა, ბოლო ორი ათლეულის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტს, დღეს უკვე აღარ არსებობს.

არ არსებობს საქართველოს თავდაცვის უწყებისთვის ტექნიკური ხასიათის კლება და ის, რომ შარშან გავაკეთეთ და ამიტომ დავხურეთ ეს საკითხი და წელს აღარ არის. იმხელაა დეფიციტი, ყველა მიმართულებით. მის ამომრჩეველს ჯარი არ აინტერესებს, მათთვის უსაფრთხოება გადის პირად უსაფრთხოებაზე და შესაბამისად, პოლიციაზე და შინაგან საქმეთა სამინისტროზე, - ამბობს ხიდაშელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 1.97 მილიარდი ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 75 მილიონი ლარით იზრდება. ეს უწყება იმ სამეულში მოხვდა, რომელსაც მატება ყველაზე ნაკლებად შეეხო. 

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს არის ფორმალური და სიმბოლური ზრდა. 

“ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ თავდაცვის ბიუჯეტში თანხების კლება მხოლოდ ტექნიკური ნაწილია, მაგრამ რეალურად ჯარი მათ პრიორიტეტად რჩება.